Monday, December 12, 2016
Sunday, April 17, 2016
დღე მეცხრე
დასრულდა ჩვენი მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავლის მომცველი ტრენინგი, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით.
ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიგეთ ამ ცხრა შეხვედრის განმავლობაში, აუცილებელი და მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, ეს ახალისებს და მოტივაციას უზრდის როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებლეს, რაც ნათლად გამოჩნდა დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციებში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დავიღალე, თითოეული მონაწილე პედაგოგის ბლოგის პრეზენტაციამ საოცრად დადებითი გარემო შექმნა.
მადლობა ტრენერს და თითოეულ მონაწილეს !!!

Saturday, April 16, 2016
დღე მერვე
განვიხილეთ online რესურსები, კარგი გამოწვევაა, ძალიან მომეწონა...ეს ბოლოს წინა დღეა , კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული დავალება, უნდა მოვაწესრიგოთ ყველა საქაღალდე, თავისი პრეზენტაციებით.
Sunday, April 10, 2016
დღე მეშვიდე
ვისწავლეთ დრაივში კითხვარის შექმნა, შევსება. ბლოგზე კითხვარის დამატება. დაგვევალა ჩვენი მასალების თანდათან თავმოყრა.ჩვენი ენერგიული, დაუზარელი და დაუღალავი ბატონ დავითის შემხედვარეს დაღლილობა საერთოდ არ გვიგვრძვნია. მადლობა ბატონ დავითს....
Saturday, April 9, 2016
დღე მეექვსე
ძალიან სახალისო ,საინტერესო და ენერგიული დღე გვქონდა. გავეცანით მეხსიერების ვირტუალური ბარათების (drive) გამოყენებას და აქტიურად ვიმუშავეთ მასში.
Sunday, April 3, 2016
დღე მეხუთე
საინტერესო, სახალისო და ენერგიული დღე გვქონდა. განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკები , უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები , განმავითარებელი თვითშეფასება ,შეფსების გეგმის ჩეკლისტი. ვისწავლეთ დეველოპერ მენიუს ზოლი, ჩეკლისტების დახატვა.
Saturday, April 2, 2016
დღე მეოთხე
საინტერესო და სახალისო შეხვედრა გვქონდა, ძალიან მომეწონა......
ვისწავლეთ ვიდეოებისა და ფოტოსურათების ატვირთვა ბლოგზე ,,გაჯეტების " გამოყენებით . გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნა. ამის შესაბამისად დავალებაც საკმაოდ დატვირთულია...
ვისწავლეთ ვიდეოებისა და ფოტოსურათების ატვირთვა ბლოგზე ,,გაჯეტების " გამოყენებით . გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნა. ამის შესაბამისად დავალებაც საკმაოდ დატვირთულია...
Sunday, March 20, 2016
დღე მესამე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო. უამრავი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ვისწავლე ბროშურების, მისალოცი ბარათებისა და სიგელის დამზადება. პროექტის შემდგომი განვითარებისთვის მივიღე კონკრეტული მითითებები.
Saturday, March 19, 2016
დღე მეორე
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, პოსტის გამოქვეყნება, გაზიარება, რედაქტირება, დათვალიერება. ჩემთვის ნაყოფიერი დღე იყო.
Friday, March 18, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)