Sunday, April 17, 2016

დღე მეცხრე

    დასრულდა ჩვენი მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავლის მომცველი ტრენინგი, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით.
  ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიგეთ ამ ცხრა შეხვედრის განმავლობაში, აუცილებელი და მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, ეს ახალისებს და მოტივაციას უზრდის როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებლეს, რაც ნათლად გამოჩნდა დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციებში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დავიღალე, თითოეული მონაწილე პედაგოგის ბლოგის პრეზენტაციამ საოცრად დადებითი გარემო შექმნა.
მადლობა ტრენერს და თითოეულ მონაწილეს !!!



Saturday, April 16, 2016

დღე მერვე

       განვიხილეთ online რესურსები, კარგი გამოწვევაა, ძალიან მომეწონა...ეს ბოლოს წინა დღეა , კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული დავალება, უნდა მოვაწესრიგოთ ყველა საქაღალდე, თავისი პრეზენტაციებით.

Sunday, April 10, 2016

დღე მეშვიდე

 ვისწავლეთ დრაივში კითხვარის შექმნა, შევსება. ბლოგზე კითხვარის დამატება. დაგვევალა ჩვენი მასალების თანდათან თავმოყრა.ჩვენი ენერგიული, დაუზარელი და დაუღალავი ბატონ დავითის შემხედვარეს დაღლილობა საერთოდ არ გვიგვრძვნია. მადლობა ბატონ დავითს....



Saturday, April 9, 2016

დღე მეექვსე

   ძალიან სახალისო ,საინტერესო და ენერგიული დღე გვქონდა. გავეცანით მეხსიერების ვირტუალური ბარათების (drive) გამოყენებას და აქტიურად ვიმუშავეთ მასში.

Sunday, April 3, 2016

დღე მეხუთე

     საინტერესო, სახალისო და ენერგიული დღე გვქონდა.  განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკები , უკუკავშირის მიცემის რჩევები და  მეთოდები , განმავითარებელი თვითშეფასება ,შეფსების გეგმის ჩეკლისტი. ვისწავლეთ დეველოპერ მენიუს ზოლი, ჩეკლისტების დახატვა.

Saturday, April 2, 2016

დღე მეოთხე

საინტერესო და სახალისო შეხვედრა გვქონდა, ძალიან მომეწონა......
ვისწავლეთ ვიდეოებისა და ფოტოსურათების ატვირთვა ბლოგზე ,,გაჯეტების " გამოყენებით . გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნა. ამის შესაბამისად დავალებაც საკმაოდ დატვირთულია...